X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის არქიტექტურული კონცეფციები განხილვის სხდომა

16 დეკემბერი 2025

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებში რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს. სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, მინისტრის მოადგილეები, ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

კომისიამ განიხილა კასპის პარკისთვის მომზადებული 9 არქიტექტურული კონცეფცია, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვთა გასართობ და დასასვენებელ ზონებს, კაფეებს, ამფითეატრს, საპარკინგე სივრცეებსა და მრავალფუნქციურ რეკრეაციულ არეალებს. გურჯაანში დაგეგმილი პარკის მოწყობისთვის წარმოდგენილი 4 წინადადება, სადაც აქცენტი გაკეთებულია სპორტულ და დასასვენებელ ზონებზე, ბავშვთა მოედნებზე, საპარკინგე სივრცეებზე, საფეხმავლო და ველობილიკებზე. ასევე, განიხილეს ქუთაისში მდინარისპირა ახალი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცის მოწყობის არქიტექტურული კონცეფციები.

საკონკურსო კომისია კონცეფციებს შეაფასებს ფუნქციურობის, გარემოსთან შესაბამისობისა და თანამედროვე ურბანული სტანდარტების გათვალისწინებით. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ახალი პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, შექმნის უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს ვიზიტორებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონების ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას.